დედოფლისწყაროს სკოლაში ბოშათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
8 აპრილს მსოფლიო ბოშათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დედოფლისწყაროს N 2 და სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლებში გაიმართა.

აქტივობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და საგანმანათებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დესწრნენ.
ღონისძიებაზე დედოფლისწყაროელმა და ხორნაბუჯელმა მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. გაიმართა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენაც.

სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში 10 ბოშა მოსწავლე სწავლობს, ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში კი 6. ბოშათა საერთშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილობბრივი ხელისუფლებისგან მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში ხორნაბუჯისა და ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებში უკვე არაერთი ღონისძიება მოეწყო.
ბოშათა საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება .

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google