კახეთში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა+30 გრადუსამდე გათბება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით წვიმა და +28 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება, შესაძლებელია ქარის მატება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /