სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სხდომა 12 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული ფორმატით შედგება, დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google