საქართველოში 357 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 430 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google