კახეთში ვენახების რეგისტრაცია მიმდინარეობს
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კახეთში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.

რთველი 2021 კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება, შესაბამისად, მევენახე ფერმერებისთვის სავალდებულოა:
• თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია;
• განახლება ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.
საკადასტრო რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ყვარელის, გურჯაანის, სიღნაღის, თელავის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.

საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა, რომელსაც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 2014 წლიდან ვახორციელებთ და მიმდინარე წელს დასრულდება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

| Print |
FaceBook Twitter Google