დედოფლისწყაროში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
9 აპრილს გარდაცვლითა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ხალხი დილიდან შეიკრიბა.
ტაძარში გადახდილი პანაშვიდის შემდეგ დედოფლისწყაროს 9 აპრილის მემორიალისაკენ სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო. მემორიალი ყვავილებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა შეამკეს. სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი კი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა. მეუფე დიმიტრიმ, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ნუგზარ პაპიაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 9 აპრილს გარდაცვლილთა ღვაწლზე ისაუბრეს.

პატრიოტული მხატვრული და მუიკალური ნომრები წარმოადგინეს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სკოლა-ინტერნტის აღსაზრდელებმა, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის მოსწავლეებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ხორნაბუჯმა“.
ღონისძიება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google