არჩილ ხანდამაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, მერის მოადგილეებმა - თეიმურაზ ზავრაშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.

საბჭოთა არმიის მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევიდან 32 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google