ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 სამუშაო დღეა. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ .  რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

| Print |
FaceBook Twitter Google