რა კატეგორია შეიძლება აიცრას ბინაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

„იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მალე შევთავაზებთ ასეთ სერვისს, ამ ადამიანებს. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი და ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვაც უნდა მოხდეს. ამ ადამიანებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google