მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს მეოთხე დღეა ეძებენ
მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე მაშველი, ექვსი მყვინთავი, რვა ნავის გამოყენებით.

პროცესში მონაწილეობს თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სამაშველო ძალები. თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google