გურჯაანის მერიის თანამშრომლები 30 აპრილიდან 13 მაისამდე დაისვენებენ
უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამსაქმებლებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაცია მიეცათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ლადო მუსალბიშვილის განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილი უკვე დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებით 4 მაისიდან 14 მაისამდე გამოცხადდა უქმე დღეები და მუნიციპალიტეტის მერია რათქმა უნდა შეასრულებს ამ მოთხოვნას. 30 აპრილიდან 13 მაისამდე თანამშრომლები დაისვენებენ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ. მაქსიმალურად ვეცდებით საქმეებს არ შეეშალოს ხელი და მერიამ შეძლოს თავისი ფუნქციის სრულად შესრულება. “

| Print |
FaceBook Twitter Google