დღეში 1300-1400 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის - პაატა იმნაძე
დღეში დაახლოებით 1 300-1 400 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის. გეგმას რომ დავეწიოთ, ეს ციფრი უნდა გაორმაგდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ჩვენ მოგვიწია ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის ძალიან მკვეთრად შეცვლა. ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემა მორგებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, მარტივად რომ ვთქვა, პოლიკლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე. იმის გამო, რომ ახალციხეში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფოში მოხდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო თავი დაგვეზღვია და მხოლოდ საავადმყოფოებში გაგრძელებულიყო ვაქცინაცია. ახლა მთელი სისტემა არის გადასაწყობი და ძირითადი დატვირთვა თავის თავზე საავადმყოფოებმა უნდა აიღონ. ამას ცოტა დრო დასჭირდა.
ამ კვირაში დაიწყება გაზრდა იმ საავადმყოფოების, სადაც აცრა შესაძლებელი იქნება. ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი ადამიანი აიცრება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google