კოვიდინფიცირებულების დღევანდელი ციფრი საგანგაშოა - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა სერიოზულია.
„ქვეყანაში აქტიური შემთხვევა გვაქვს თითქმის 8 ათასი, აქედან 2 485 უკვე კლინიკებშია. დღეს პირველი ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ათასზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში არ გვქონია. ეს ციფრი ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“, - აღნიშნა მან

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google