სოფელ ლამბალოდან დაკარგული გოგონა იპოვეს
სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა.
ნარმინ ისაიევა, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდაზე იყო დანიშნული, სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გათხოვდა.

მან მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა და მისწერა, რომ საკუთარ დანიშნულთან ვერ დარჩებოდა. ისაიევას ყოფილი საქმრო ოჯახს ახლა საცოლისთვის შეძენილი ნივთებისა და თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

ოჯახის მხრიდან ოფიციალურად მიმართვის შემდეგ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 143- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google