წვიმა და ქარი - როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება.
ქარინი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით წვიმა და +20 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google