გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
პირველი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 12 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 98
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 47 ფაქტი, იმერეთში - 39
ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 33 ფაქტი, ქვემო-ქართლში - 28, შიდა
ქართლში - 20, აჭარაში - 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში - 8 და
მცხეთა-მთიანეთშიც 8 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია
უკანონოდ მოპოვებული 400 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 65 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეეგისტრირებული
სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის
უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები