თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავში ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /