თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება , უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაციას აკვირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 % ასცდება, საუბარს "ლოქდაუნსა" და შეზღუდვების გამკაცრებაზე დაიწყებენ.

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%–ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა მან.

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 3.03%–ია.

| Print |
FaceBook Twitter Google