მმართველი პარტია 6 დეპუტატმა დატოვა
გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ.

ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google