ლაგოდეხში კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემთხვევები გამოვლინდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, გი გოზალიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების უმრავლესობა ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ქალაქ ლაგოდეხში და სამ სოფელში- მაწიმში, შრომასა და კავშირში მოსახლეობის გაფართოებული კვლევის დაწყება იგეგმება. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 70- ს მიაღწია.”- განაცხადა მან.

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ლაგოდეხის საკრებულოც, სადაც COVID-19, 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში კი, უკვე 35 პაციენტი მკურნალობს. კორონა ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა ლაგოდეხში, 8 აპრილიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google