სოფელ ლაფანყურში ნამახვანჰესის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სოლიდარობის აქცია გაიმართა. ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ნამახვანში ჰესის მშენებლობის საპროტესტოდ გასულ მოსახლეობას თანადგომას უცხადებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ეკოლოგიის განადგურებისა და სოფლების დაცლის ხარჯზე.
„კარგად ვიცით, რას ნიშნავს საფრთხეები, რაც ჰესის აშენების შემთხვევაშია მოსალოდნელი. ლოპოტაზე დაგეგმილია 5,9 მეგავატის ჰესის მშენებლობა, რომელსაც მთელი სოფელი ვეწინააღმდეგებით და ხელებჩამოშვებული არ ვაპირებთ დავხვდეთ აქ ტექნიკის შემოსვლას. ვწუხვართ, რომ ვერ ვახერხებთ, ჩავიდეთ რიონის ხეობაში, თუმცა ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები და შეიძლება, ჩვენც ორად გავნაწილდეთ, მორიგეები ლოპოტის პირას კარავში დარჩნენ და ნაწილი სოლიდარობის ნიშნად იქ წავიდეს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ქეთევან ხორნაულმა.

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად, კარავი სოფელ ლაფანყურთან, 22 მარტიდან დგას. ხეობაში 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობისათვის, კომპანია “ლოპოტა- ართანამ” ნებართვა 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ლოპოტა /