ღამის საათებში კომენდანტის საათს ძალიან დიდი აზრი აქვს - ამირან გამყრელიძე
ღამის საათებში კომენდანტის საათს ძალიან დიდი აზრი აქვს, ის მობილობას სერიოზულად აგდებს ეს კი ეპიდემიებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ღამის საათებში კომენდანტის საათს ძალიან დიდი აზრი აქვს, ის მობილობას სერიოზულად აგდებს, მობილობის დაგდება კი პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია. თუ შეადარებთ როგორი დინამიკა და ნახტომები გვქონდა ოქტომბერში, როცა არანაირი რეგულაცია არ იყო, იცით, რომ ნოემბრის ბოლოს დაწესდა ეს რეგულაციები და ისიც იცით, თუ რატომ არ დაწესდა მანამდე, მაშინ გვქონდა სერიოზული ნახტომები“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google