სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლოს და გაიხსნას სულ პირველი- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე სკოლების დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საჭიროება არ დგას. მისივე თქმით, ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევები 10%–ს არ აღემატება.

„მესამე ტალღა მთელს ქვეყანაშია დაწყებული და საყოველთაო გავრცელება გვაქვს. ბავშვები შედარებით იოლად იტანენ ვირუსს. რომ გითხრათ, რომ ბავშვებში ვირუსის გავრცელება ძალიან ბევრია, არ არის ასე. ამჟამად სკოლების მხოლოდ 10%–მდე იყო ინფიცირების შემთხვევები. ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლოს და გაიხსნას სულ პირველი. ამიტომ ვცდილობთ, რომ სკოლები ნაკლებად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე “,– განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google