კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 292 244-ს.
14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.82 %.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 389-მდე.კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google