კიდევ გვაქვს შანსი, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ - თენგიზ ცერცვაძე
ჯერ ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ დაწყებულა და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ის თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მან იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რასაც ყოველი ახალი ეპიდაფეთქება უქმნის ქვეყანას, მათ შორის ეკონომიკას, ჯანდაცვისა და კლინიკურ სექტორს და საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობას.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მოქალაქეები ამ საფრთხეებს გაითვალისწინებენ და რეგულაციებს ზედმიწევნით დაიცავენ, ქვეყანას აქვს შანსი, რომ მესამე ტალღის ძლიერი დარტყმა თავიდან აიცილოს.

| Print |
FaceBook Twitter Google