ოპოზიციის ლიდერები თელავში მოსახლეობას ხვდებიან
ოპოზიციური პარტიების ლიდერები თელავის მოსახლეობას ხვდებიან. რეგიონებში პირველი გასვლითი შეხვედრებისათვის პოლიტიკოსებმა კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი შეარჩიეს.
„მთელ საქართველოში, კახეთშიც და ყველა სხვა რეგიონში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის. ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ყვაოდეს. პირველ რიგში იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს”-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დიდი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google