ლაგოდეხში ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 100 შემთხვევა გამოვლინდა
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მძიმე ეპიდვითარებაა ქალაქ ლაგოდეხში, სოფელ შრომაში, მაწიმსა და კავშირში. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაიკეტა ლაგოდეხის მესამე და მაწიმის საჯარო სკოლები, ვირუსი გამოუვლინათ საკრებულოს წევრებსაც. ლაგოდეხში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google