კახეთში თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება.
მცირე ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /