კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293 321-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.04 %.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google