კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვეა თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 614 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 466 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google