კორონავირუსის გამო ლაგოდეხის პირველი ბაგა-ბაღი დაიკეტა
ლაგოდეხში კორონავირუსის გამოვლენის გამო პირველი საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა. კოვიდ -19 პედაგოგს დაუდასტურდა. ინფიცირებულთან მყოფი პედაგოგები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ბაგა-ბაღში 120 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევებმა სწრაფი მატება, 8 აპრილიდან დაიწყო .დღევანდელი მდგომარეობით, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული რამდენიმე საჯარო სკოლა. ონლაინ- რეჟიმში მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სადაც ვირუსი 6 თანამშრომელს დაუდასტურდა.ბოლო ათი დღის განმავლობაში კი მუნიციპალიტეტში 100 შემთხვევაზე მეტი გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google