„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილისთვის დაიწყება.
„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის. მაისის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ამ დრომდე, ჩინური წარმოების ვაქცინა მსოფლიოს მასშტაბით 40- მა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.

| Print |
FaceBook Twitter Google