გურჯაანის ბაღებში ელექტროქურები დაიდგმება
გურჯაანის 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს საკვებს გაზქურების ნაცვლად ელექტროქურებზე მოუმზადებენ.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, აღსაზრელთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაერთიანება ეტაპობრივად ასრულებს „სოკარგაზის“ რეგულაციებს.
„საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვების მომზადება სამზარეულოებში ხდებოდა გაზქურებზე. სოკარ გაზის რეგულაციებიდან და რაც მთავარია, ბავშვთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადილის მომზადება გადასულიყო ელექტროქურებზე. ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებამ გასწია სხვადასხვა სახის სამუშაოები. გასული წლის დეკემბერში 170 ათას ლარზე ენერგოპროჯორჯიასთან გაფორმდა ხელშეკრულება და მათ ყველა ბაღში შეიყვანეს სამფაზიანი ელექტროენერგია. მომდევნო ეტაპი იყო უკვე ელექტროქურებზე ტენდერის გამოცხადება, რომელიც უკვე დასრულდა და სააღმზრდელო დაწესებულებებში150 ათასი ლარის ღირებულების 4 და 6-ნაწილიანი 42 ელექტროქურა შევიდა.
დარჩენილია ბოლო ეტაპი სამფაზიანი დენების სამზარეულოებამდე მიყვანა და დამიწება. ამასთან დაკავშირებით გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, რომელიც ათ დღეში მთავრდება. ამის შემდეგ უკვე ორთვიანი ვადაა საჭირო, რომ აღნიშნული სამუშაოებიც დასრულდეს და სავარაუდოდ, ივნისში სამზარეულოები უკვე აღიჭურვება ელექტროქურებით. ეს იქნება უსაფრთხო როგორც აღსაზრდელებისთვის ისე თანამშრომლებისთვის. აღნიშნული პროცესი მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ბაღები დაკეტილი იყო, გაერთიანებას დანაზოგის სახით ჰქონდა მორჩენილი საოფისე და საკვები პროდუქტებისთვის განსაზზღვრული თანხა. აღნიშნული შესყიდვებისთვის სწორედ ეს რესურსი გამოიყენეს.

რაც შეეხება გაზქურებს, რომელიც ამოიცვლება, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, გაერთიანებამ მერიას რეკომენდაციებისთვის წერილობით უკვე მიმართა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით,
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელს ხელს
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელს ხელს" საოჯახო ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში, მინი ბიბლიოთეკა მოეწყო.
17:02 / 23.04.2021
22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში
გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
15:47 / 23.04.2021
სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი
შემოვლითი გზის მშენებლობა აპროტესტებდნენ.
სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შემოვლითი გზის მშენებლობა აპროტესტებდნენ.
14:47 / 19.04.2021
ქალაქ გურჯაანში, კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება
მიმდინარეობს.
ქალაქ გურჯაანში, კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება მიმდინარეობს.
13:24 / 18.04.2021
სამართალი
ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
17:04 / 22-04-2021
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.
09:49 / 22-04-2021
ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე მოხდა.
10:32 / 21-04-2021
ეკონომიკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23-04-2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
სხვა ამბები
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა. მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. [R]
16:05 / 23-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.
12:08 / 21-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
10:08 / 21-04-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
12:20 / 19-04-2021
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
11:27 / 12-04-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:36 / 06-05-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
USD
USD
1
3.4324
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
RUB
RUB
100
4.6319
ამინდი
გურჯაანი 8 / 27 °C
img
საგარეჯო 4 / 22 °C
img
დ.წყარო 5 / 22 °C
img
სიღნაღი 8 / 28 °C
img
ლაგოდეხი 9 / 26 °C
img
ყვარელი 8 / 27 °C
img
თელავი 6 / 24 °C
img
ახმეტა 6 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.