გურჯაანში 200 ძირი ნერგი დაირგვება
გურჯაანში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში ქალაქში 200 სხვადასხვა ჯიშის: თელის, ფიჭვის და ძელქვის ნერგი დაირგვება.

გურჯაანში გამწვანების აქცია დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახური ახორციელებს. ნერგები მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google