ლაგოდეხში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო.კვლევების მიზეზი, მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის მომატებული შემთხვევებია.
„გაფართოებული ტესტირება დავიწყეთ და ამავდროულად, ეპიდზედამხედველობა გავაძლიერეთ, თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულ და კონტაქტირებულ პირებზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამსახურებიც გვეხმარებიან. ასევე, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, განიხილება სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში , ცეკვის, მუსიკის სასწავლებლებში და სხვა ორგანიზებულ დაწესებულებებში, შემზღუდველი ღონისძიებების დაწესების შესახებ საკითხი”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელიმა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება 8 აპრილიდან გართულდა. დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადაყვანილი ლაგოდეხის ერთი და სამი სოფლის საჯარო სკოლები და დაკეტილია ერთი საბავშვო ბაღი.

| Print |
FaceBook Twitter Google