გურჯაანის პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე 35 წლის ლევან მაისურაძე დაინიშნა.
აღნიშნულ პოსტზე მან ბესიკ აფაქიძე შეცვალა. მაისურაძე ამ დრომდე საგარეჯოს პოლიციის უფროსის პოსტს იკავებდა. წლების განმავლობაში იყო გურჯაანისა და ლაგოდეხის სამმართველოების უფროსის მოადგილე.


| Print |
FaceBook Twitter Google