თუ ეს ერთი თვე არ დავიცავით წესები, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
თუ მომდევნო ერთი თვე დაწესებულ რეგულაციებსა და წესებს არ დავიცავთ ქვეყანა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.- ამის შესახე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

,,მომავალი ერთი თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს. თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავით წესებით, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება.ძნელია, ამდენი ხანია პირბადით დავდივართ და კი ყველას მობეზრდა ეს, მაგრამ ალბათ ესაა ელემენტარულად პატივისცემა ერთმანეთისადმი, ბოლო–ბოლო უზრდელობა დღეს საზოგადოებაში რომ გამოჩნდები ნიღბის გარეშე," - განაცხადა მან.

17 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 1219 შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google