თუ გვინდა, ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები- ეკატერინე დგებუაძე
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა სკოლაში სიარული და საკლასო ოთახებში განათლების მიღება შეძლონ.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერება. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, არ გადავიდეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, რამეთუ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, სკოლაში სიარული, მეგობრებთან ურთიერთობა, საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილი და ცოცხალი ინტერაქცია, მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. განათლების სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google