კახეთში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /