კორონავირუსის კიდევ 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopgov.ge- ს ინფორმაციით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო გარდაიცვალა 10 პაციენტი.


საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში - 57, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 16, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 80, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 0.

დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.58%.

| Print |
FaceBook Twitter Google