„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ
პარტია „გირჩის“ წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, დღეს პარლამენტში მისვლა ტექნიკური ხასიათისაა.

„ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმაა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე - აგერ, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს. ეს იქნება „გირჩის“ სამეფო“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მანამდე მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.




| Print |
FaceBook Twitter Google