გიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს
პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.

მომდევნო სამშაბათს პარლამენტი მუშაობას დაიწყებს ამნისტიის პროექტზე, რომელიც ნიკა მელიასაც შეეხება. ამასთანავე, მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, თანხას ევროკავშირი გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

| Print |
FaceBook Twitter Google