ვაქცინაციის პროცესში პედაგოგებიც ერთვებიან
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.


„ჩვენ ვიწყებთ სწორედ პედაგოგებისთვის განსაკუთრებულ აქციას და დარწმუნებული ვარ ჩვენი ორივე უწყების ძალისხმევით შევძლებთ, სკოლებში შევიტანოთ ის უსაფრთხოება, რომელიც მოგცემს საბოლოო ჯამში გარანტიას, რომ თითოეული ჩვენი ბავშვისთვის შევქმნათ სკოლებში უსაფრთხო გარემო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google