სეს-მა 578 საცხობი დააჯარიმა
სურსათის უვნებლობის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით 578 საცხობი და საკონდიტრო შეამოწმა. სხვადასხვა დარღვევისთვის 63 ობიექტი დაჯარიმდა, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს.

"ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა", – ნათქვამია სეს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სესი / ჯარიმა /