საკოორდინაციო საბჭოზე დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტროს განცხადებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი რეგულაციების საჭიროებაზე იმსჯელებენ.

„აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც რა თქმა უნდა, ასევე, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google