საქართველოში 519 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 798 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 85, იმერეთში - 72, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 39, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 113, კახეთში - 85, მცხეთა-მთიანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 591 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში 249 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google