კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 46, 405 პირმა გაიარა
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 46,405 ადამიანმა გაიარა.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო. გარდა ამისა, 8 აპრილს ექსპერტების საბჭომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციის პროგრამა მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებისთვის გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google