ეპიდსიტუაცია ლაგოდეხში კრიტიკულია
ლაგოდეხში ეპიდსიტუაცია კვლავ კრიტიკულია. გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა.

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმზე ამჟამად, ოთხი საჯარო სკოლაა გადასული. ამ დროისთვის, არქიმედეს კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებულია,მათგან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე მძიმეა რვა პაციენტის მდგომარეობაც. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდოლოგიური სიტუაცია რვა აპრილიდან გართულდა. 17 აპრილს კი გაფართოვებული ტესტირება დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google