აღდგომამდე ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს 10 დღე - თამარ გაბუნია
ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ეპიდემიურ სურათს ცვლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.


„ჯერჯერობით რამე გადაწყვეტილება აკრძალვასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, თუმცა ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ეპიდემიურ სურათს ცვლის. ასე რომ, კიდევ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა საკითხი დადგეს, რადგან ამას დღევანდელი ეპიდვითარებიდან ვერ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google