დენის დარტყმის შედეგად ლაგოდეხში ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომელი გარდაიცვალა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა. მამაკაცს, დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ძლიერი ქარისგან დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა.

ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google